„წითელი, ყვითელი,შავი „ არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ბულინგის თემის გარშემო დმანისის მოსწავლეებში, ბულინგის შედეგად გამოწვეული პრობლემების ჩვენებას და მოსწავლეების გაქტიურებას თემის გარშემო, აღნიშნული საკითხის ირგვლივ , რათა ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ პოზიტიური და სიყვარულით აღსავსე გარემო ერთმანეთისთვის.
I დღეს მოსწავლეები მიღებენ ინფორმაციას ბულინგის თემის გარშემო, მოწვეული ტრენერის დახმარებით, ამასთან ამავე დღეს მოხდება ანიმაციური ფილმის ჩვენება.
ll დღე დაეთმობა ფორუმ-თეატრს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება დაინახონ ის პრობლემები რასაც იწვევს ბულინგი და ამასთან აღმოაჩინონ გზები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
პროექტის ბოლოს შეიქმნება ბლოგი და დაიბეჭდება წიგნები, სადაც განთავსდება 20 საუკეთესო ნახატი და 10 საუკეთესო ესე.
როექტი საშვალებას მისცემს ახალგაზრდებს ისწავლონ გუნდური მუშაობა და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში.
პროექტში მონაწილეობა უ ფ ა ს ო ა! ! ! ( ამასთან მოხდება დიდი დმანისის მოსწავლეების ტრანსპორტირება)
პროექტში მონაწილეობა შეუძლია 15-17 წლის ახალგაზრდებს დიდი დმანისის საჯარო სკოლისა და დმანისის პირველ საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
შეირჩევა 30 აპლიკანტი!
აპლიკაცის მიღების ბ ო ლ ო ვ ა დ ა : 27 სექტემბერი, 21:00.
პროექტი ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი -მრავალფეროვნების მართვა , გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თან თანამშრომლობით.პროგრამას აფინანსებს გერმანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პროექტს ფინანსურად მხარს უჭერენ დმანისის გამგეობა , Youth Association DRONI და ირის ჯგუფი.
დამატებითი კითხების შემთხვევაში დაგვიკავშირდით : 598 39 32 55 (თეონა ნასყიდაშვილი ) https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdmvh2pEhIEK_aNN4iaCdGC_yCakQGizFa7KzWIRdu4mN3T8g/viewform