✅შეხვედრა შეეხებოდა WASH (წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად) პროექტის ფარგლებში, სოფ: ველისპირის საჯარო სკოლაში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციასა და სველი წერტილების მოწყობის საკითხს.
✅შეხვედრას ესწრებოდნენ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, პირველი მოადგილე, ბადრი სუბარი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ვიქტორი ქრისტესიაშვილი, ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი ვახო ჩაჩანიძე და სოფ: ველისპირის სკოლის პედაგოგები.
✅ორგანიზაციის რეგიონულმა კოორდინატორმა, წარმოადგინა მემორანდუმი, რომელიც გაფორმდება ორგანიზაცია CENN-სა და დმანისის მუნიციპალიტეტში შერჩეულ 11 კაციან საბჭოს წევრებს შორის.
✅შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ჯგფის წევრები სკოლის პედაგოგებთან ერთად, ეწვივნენ სოფ: ველისპირის საჯარო სკოლას. მათ ადგილზე დაათვალიერეს სკოლის ინფრასტურქტურა და ის წერტილები სადაც განხორციელდება აღნიშნული პროექტი