დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი ტატუაშვილი პარლამენტში კომიტეტის სხდომას დაესწრო.
27 სექ 2018
 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაიმართა ამავე კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნატორსა და ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერებთან. 

შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელებს გააცნეს ის ინფორმაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ახორციელებს რეგიონში ბუნების დაცვის მიმართულებით. აღინიშნა ის შედეგებიც, რომლის მიღწევაც ამ მხარეში პარლამენტის კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით უკვე მოხდა და რაც კომპანია RMG-ის მიერ იმ პროგრამის განხორციელებას უკავშირდება, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრას და პრევენციის ზომების გატარებას გულისხმობს.

ეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3070
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები