მიმდინარე წლის, 4 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ნამი“ ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ქ. დმანისში, 9 აპრილის ქუჩა №32, 9 აპრილის ჩიხი №31 და 26 მაისის ქუჩა №7-ში მდებარე კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, შპს „ნამი“-ს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების განყოფილებისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.
ხელშეკრულების საფუძველზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება 2018 წლის 5 ოქტომბერს და დასრულდება 2018 წლის 3 დეკემბერს.