ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
მხარის გუბერნატორი, მოადგილესთან ზაურ დარგალთან, დმანისის მუნიციპალიტეტის მერ, გიორგი ტატუაშვილთან, მერის პირველ მოადგილე ბადრი სუბართან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ დიდი დმანისის, პატარა დმანისის, ამამლოსა და კარაბულახის მოსახლეობას შეხვდა.
გუბერნატორმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმსჯელა მათი მოგვარების გზებზე.
ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წყალმომარაგების საკითხია. შოთა რეხვიაშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობას, ამ მიმართულებით, დაგეგმილი ღონისძიებები, კონკრეტულად კი ,,ორმოცწყარო-მაშავერას“ მასშტაბური პროექტის დეტალები გააცნო. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი იქნება 7 ათასი აბონენტი.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრიქტურის გაუმჯობესებასაც. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ყველა საჭიროება, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა გაიმართა ქ. დმანისის, 26 მაისის ქუჩის მცხოვრებლებთან სადაც მოინახულა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები
შოთა რეხვიაშვილმა, შეკრებილ მოსახლეობას, საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო რეგიონის განვითარების მიმართულებით,ასევე მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ.