მიმდინარე წლის 9 ივლისიდან 16 ივლისამდე ჩატარდება დმანისის მუნიციპალიტეტის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში. ,,თასის გათამაშებაში მონაწილეობს ქალაქ დმანისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს 12 გუნდი. დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო საპრიზო ფონდი 1100 ლარის ოდნობით. ვიმედოვნებ, რომ ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრები წარიმართება,“ - ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა შუქრი ჩხეტიანმა. აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობს დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და მათ მიერ დანიშნული კომისია.
სიახლეები
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
266
ივნ 24 ოთხ 2026
272
ივლ 05 კვ 2026
1042
ივლ 04 შბ 2026
1041
ივნ 29 ორშ 2026
1196

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































