2004 წლიდან, ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო ფონდი დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მსვლელობას აწყობს. ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ ქვეყანაში ეძლევა შესაძლებლობა თავის ქვეყანაში ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა მსვლელობაში.
2014 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც შეურთდა ამ მსოფლიო წამოწყებას და წელსაც, ტრადიციულად 14 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩაატარა საგანმანათლებლო სესიები და მოაწყო მსვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტში სლოგანით „ერთად გადავდგათ ნაბიჯი დიაბეტის დასამარცხებლად“.
"ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს დიაბეტის პრევენციის, მართვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლებას. მსვლელობის დროს სწჯს მოხალისეებმა გაავრცელეს საინფორმაციო მასალა, დიაბეტის რისკ ფაქტორების, პრევენციის შესახებ და შეეცადნენ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიაზროს დიაბეტის წინააღმდეგ გაერთიანების და რაც მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა" - აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა მზია დევნოზაშვილმა.
სიახლეები
14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღეა
14 ნოემ 2018
მნახველთა რაოდენობა: 2030
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
208
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
622