დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
07 დეკ 2018
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი "112"-ის თანამშრომლებმა დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.

შეხვედრებზე ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მექანიზმებსა და აღნიშნულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მეთოდებზე ისაუბრეს.

"112"-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის - მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა "SOS - ჩუმი განგაში". ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს "SOS - ჩუმი განგაშის" ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს.

შეხვედრებს ესწრებოდნენ თვითმმართველობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

შეხვედრების დასასრულს დისკუსია გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3726
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    145
    მაი 15 პარ 2026
    139