დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტს ,,მშობლები სხვისი შვილებისათვის" დმანისელი პატარებიც შეურთდნენ
30 მაი 2016
 

მეგი ედიბერიძე - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ,,27 მაისს ქალაქ თბილისში, ,,ზალიკოს ცენტრში“ პროექტის ,,მშობლები სხვისი შვილებისთვის“, გაიმართა უნარშეზღუდული ბავშვებისათვის საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის მხადასაჭერად საქართველოს ესტუმრა ცნობილი უკრაინელი მსახიობი დიმიტრი პჩელო. პატარებს ზალიკოს ცენტრში უამრავი გასართობი სანახაობა დახვდათ, მხიარულმა წამყვანებმა მათ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ტრადიციები და ცხოვრების წესები გააცნეს, ყველაზე მეტად პატარები ინდიელთა კოცონითა და უგემრიელესი ტორტებით მოიხიბლნენ. ყველა მათგანი აქტიურად ჩაერთო სპორტულ შეჯიბრებებში და ცნობილ მსახიობთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს. ზალიკოს ცენტრში გამართული ღონისძიების შემდეგ სასტუმრო ,,დოლაბაურში“ გაიმართა კონფერენცია, რომელიც ინკლუზიურ შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო და ცნობილმა სამკურნალო დაწესებულებებმა ასეთი ბავშვებს დაბალპროცენტიანი სამედიცინო მომსახურება შესთავაზეს. მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინო შალამბერიძეს, რომ დღეს დმანისში მცხოვრებმა პატარებმა მისი აქტიური მხადაჭერით მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ღონისძიებაში და ნინო გვპირდება, რომ აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ჩვენს მუნიციპალიტეტთან. მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისათვის, რომ უზრუნველყვეს პატარების უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3519
 
 
 
სიახლეები
 

    2025 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები