დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019
04 იან 2019
 

მიმდინარე წლის 4 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვლმა, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა, 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აღნიშული პროგრამის შესახებ, 

კერძოდ: ⤵️

➡️დმანისის მუნიციპალიტეტში პროგრამისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობა შეადგენს 343,000 ლარს. თანხა განაწილდება დასახლების ზომის მიხედვით:

• 200 კაცამდე _5 000 ლარი;

• 400 კაცამდე _6 000 ლარი;

•1 000 კაცამდე _8 000 ლარი;

•1 000 კაცზე მეტი _10 000 ლარი.

➡️პროექტების კატეგორიები განისაზღვრება ⤵️

➡️ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით), წყაროების მოპირკეთება;

➡️ სარწყავი სისტემები;

➡️ სანიაღვრე არხები;

➡️ ნაპირსამაგრი სამუშაოები;

➡️გზები;

➡️ ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

➡️ გარე განათება;

➡️ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

➡️ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

➡️ამბულატორიის შენობები;

➡️ კულტურის ობიექტები; 

➡️ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

➡️ სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

➡️წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

➡️ სასაფლაოს შემოღობვა;

➡️თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;

➡️ მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რის გამოც, დასახლებებში გაიმართება საერთო კრებები, სხდომები ან კონსულტაციები მოსახლეობასთან, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას განსახორიციელებლი პროექტების შერჩევის თაობაზე

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1082
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები