დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა ქვემო ქართლში.
21 იან 2019
 

20 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, დეცენტრალიზაციის საკითხებზე, დიალოგის წარმართვისა და საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) ახალ პროექტში, ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი

ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2051
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები