დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მოსახლეობასთან შეხვედრა სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში.
21 იან 2019
 

მიმდინარე წლის, 21 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფ:ძველ გოდაგდაგში, ახალ გოდაგდაგსა და  ქვემო კარაბულახში მცხოვრებ მოსახლოეობასთან საერთო კრება, ხოლო ზემო კარაბულახში კონსულტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ;

ზემო კარაბულახი:

სოფლის შიდა, მეორე ხარისხოვანი გზების მოხრეშვა

სოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე მილხიდის მოწყობა

ქვემო კარაბულახი: 

სოფლის ცენტრში საპირფარეშოს მოწყობა (საზოგადოებრივი) 

სოფლის ერთ-ერთ უბანზე სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა

ახალი გოდაგდაგი: 

სოფლის შიდა ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გაერთიანდა ახალი გოდაგდაგისა და ძველი გოდაგდაგის დასახლებისათვის გამოყოფილი თანხები, რის საფუძველზეც დამტკიცდა პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი გოდაგდაგიდან ძველ გოდაგდაგამდე გზის მოხრეშვას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3699
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    167
    მაი 15 პარ 2026
    163