დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი ტატუაშვილი, ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმომადგენლებს შეხვდა
13 თებ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა, შშმ პირებთან მიმართებაში, ადრეული სერვისის პროგრამის ოპერირებისთვის ( 0 დან 6 წლამდე) საჭირო ხარჯების გამოყოფასა და კადრების გადამზადებას..

შეიქმნება მუნიციპალიტეტის და განმხორციელბელი ორგანიზციის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კრიტერიუმებს და შეარჩევს კადრებს

"მარნეულში წარმატებული პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების( ავსტრია) გათვალისწინებით მზად ვართ განვახორციელოთ სერვისი კიდევ დამატებით ოთხ მუნიციპალიტეტში ( ესაა წალკა, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი). გათვალისწინებულია პროგრამის ერთიანი ადმინისტრირება, რაც გააიაფებს ხარჯებს. ასევე თანადაფინანსების ეტაპობრივი მოპოვება ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც შეამცირებს მუნიციპალიტეტებისთვის ოპერირების ხარჯებს, საშუალებას მიცემს ახალგაზრდა სპეციალისტებს მობრუნდნენ თავიან რაიონებში და დასაქმდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში ისარგებლოს სერვისით, რაც შეამცირებს მიგრაციის დონეს დედაქალაქში." განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება"-ის დირექტორმა, გუნა ბიბილეიშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2548
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები