დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტის „გახდი აქტიური მოქალაქე“ - ფარგლებში, განხორციელებულმა პროექტმა დმანისელებს გამარჯვება მოუპოვა
09 სექ 2016
 

პროექტის  „გახდი აქტიური მოქალაქე“ - ფარგლებში, განხორციელდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას, მათი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობას.

 ტრენინგ-ბანაკის შემდეგ ახალგაზრდებს მიეცათ დავალება საკუთარ სოფელში, მუნიციპალიტეტში, მხარეში მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება, შესწავლა, თანამოაზრეთა მობილიზება, პროექტის შედგენა, განხორციელება და ანალიზი. გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება განხორციელდება რეგიონალურ ახალგაზრდულ ფორუმზე.

,,ტრენინგ-ბანაკი გაიმართა დაბა ბაკურიანში  2-7 სექტემბერს (5დღე), მონაწილეობა მიიღეს    9-12 კლასის წარჩინებულმა მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელებმა ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან.

 

 ჩვენი ახალგაზრდები დაბრუნდნენ უაღრესად კმაყოფილები. თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ შეიძინეს ცოდნა რომელიც მათ შედგომში დაეხმარება პრობლემების შესწავლასა და  გადაწყვეტაში.

 მათთვის თითოეული დღე იყო  გამორჩეული. შეიძინეს უამრავი მეგობარი და აპირებენ პარტნიორული ურთიერთობის გაგარძელებას.

 ახალგაზრდები განსაკუთრებით კარგად იხსენებენ ბოლო საღამოს , რადგან სწორედ ამ საღამოს წარმოადგინეს პროექტი - „ტურიზმის განვითარება დმანისში",  აღნიშნულმა პროექტმა  დმანისელებს გამარჯვება მოუპოვა, ისაუბრა: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - ეკატერინე ოქრიაშვილმა.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3971
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები