20 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართა.
ღონისძიება, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გახსნა. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ღირსშესანიშნაობებზე და არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, რომლებიც საერთაშორისო ტურისტული რუქის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
საუბარი შეეხო რეგიონის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აკადემიური წრეების, ტურისტული კომპანიების, მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და თემით დაინტერესებულმა პირებმა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის სფეროს, განვითარების ხელშეწყობას და არსებული რესურსის, სწორი მართვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი, მოეწყო მედიატური და ადმინისტრაცია მუდმივად არის მხარდამჭერი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.
სიახლეები
კონფერენცია სახელწოდებით - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“
21 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 3247
სიახლეები
დეკ 24 სამ 2024
217
დეკ 20 პარ 2024
266
დეკ 30 ორშ 2024
697