დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული
23 თებ 2019
 

2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 - 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების საკითხი. ითქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განიხილება სპეციალური პროგრამის მომზადება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დმანისის მუნიციპალიტეტიდანაც მიეწოდა ინფორმაცია, მინიციპალიტეტში მდებარე იმ სოფლების შესახებ, სადაც არ არის ბუნებრივი აირი. აღნიშნული სოფლებიდან უმეტესობა მაღალმთიანია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2588
 
 
 
სიახლეები
 

    2025 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები