დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონფერენცია სასაზღვრო რეგიონებში ტურისტული პოტენციალის შესახებ
28 თებ 2019
 

28 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რუსთავში პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისათვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ - დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

პროექტი, რომელიც კოდის სათემო განათლების ცენტრმა, ევროკავშირის თანადაფინანსებით განახორცილელა მიზნად ისახავდა განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნას და საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობას. დაიგეგმა და ჩატარდა თემატური ტრენინგები, განხორციელდა გაცვლითი ვიზიტები დელეგაციებს შორის, მხარეების ტურისტული პოტენციალის შესწავლისა და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 5 ტურისტული მარშრუტი, მათ შორის ორი ქვემო ქართლსა და გაჯნა-გაზახს შორის.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, კახა კობერიძე და ზაურ დარგალი, დონორი ორგანიზაციების წარმომადგელნები, ბენეფიციარები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, პროფესორები სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, ექსპერტები, მეწარმეები, გიდები, დაცული ტერიტორიების სააგენტოებისა და თემით დაინტერესებული ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კახა კობერიძემ, კონფერენციის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლის მრავალფეროვან ტურისტულ რესურსზე გაამახვილა ყურადღება და სფეროს განვითარების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3914
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1820
    ივნ 24 ოთხ 2026
    1819