ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ პედაგოგებს: დარეჯან ფერაძეს, ქეთევან გიორგაძეს, ხათუნა ორქიაშვილსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნორა ანსიანს მიულოცეს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები.
პედაგოგები ჩართულნი არიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში, შესრულებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და ელოდებიან წამყვანი მასწავლებლის სტატუსს.
ნორა ანსიანმა თავისი ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო საშუალო განათლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადიოდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში სადაც დაეუფლა სხვადასხვა ხელსაქმეებს, როგორიცაა ქარგვა, ქსოვა, თექის დამუშავება და ფარდაგის ქსოვა, მის ნამუშევრებს მიუღიათ მონაწილეობა რაიონულ და ქალაქ გარეთ გამართულ გამოფენებში.
ნორა თავის გამოცდილებას ბავშვებსაც უზიარებს და სიამოვნებით ასწავლის მათ.