დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერი დასრულებული სახურავების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
20 მარ 2019
 

მიმდინარე წლის 16 იანვარს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა  დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ამ ეტაპისთვის ქ. დმანისში 26 მაისის N9 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N7- ში განთავსებული ბინის სახურავები გამოიცვალა.

პროექტის ღირებულება ჯამში 280 261 ლარს შეადგენს.

სამუშაოები განახორციელა შპს "ნიუსითი"

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3136
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    162
    მაი 15 პარ 2026
    157