დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
05 აპრ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად სოფლებში: პატარა დმანისსა და ბოსლებში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.ამ ეტაპზე, სოფელ პატარა დმანისში მიმდინარეობს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საერთაშორისო დანიშნულების გზიდან ექსპედიციის ბაზამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხებისა და რკინა ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოებიც განხორციელდება, ხოლო სოფელ ბოსლებში სოფლის შიდა გზისა და სანიაღვრე არხებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. სამუშაოებს ახორციელებს შპს "ტენომშენ ჯგუფი". სოფელ პატარა დმანისში პროექტის ღირებულება შეაქდგენს 449 000 ლარს, ხოლო სოფელ ბოსლებში 180 000 ლარს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4499
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1822
    ივნ 24 ოთხ 2026
    1819