დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში "დედაენის" დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
14 აპრ 2019
 

4 აპრილი დედაენის დღეა.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

საქართელოს მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებებს შეუერთდა დმანისის მუნიციპალიტეტი. ააიპ „ დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა დროისა და დიზაინის გამოცემების დედაენის სახელმძღვანელოების გამოფენა, მონაწილეთა მიერ გაიმართა საგამოფენო სივრციდან ყველაზე ძველი დედაენის გადაწერა, სახელწოდებით ,,ჩვენ ვწერთ დედა ენას“.

დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან მოწოდებული აპლიკაციებით მოეწყო "დედაენის" კუთხეები.

ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სტუდიების მიერ ჩატარდა მასტერკლასები ორიგინალური ასოების შესაქმნელად. გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში სკოლებიდან მოწვეული ბავშვების მონაწილეობით, გამარჯვებული გამოვლინდა კომპეტენტური ჟიურის მიერ.

ქართლი ანბანისა და დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მცირე ლექცია წაიკითხა პედაგოგმა, ნანა მიქიანმა.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტი ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ბავშვთა სტუდიების მონაწილეობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3805
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები