საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, 24 მაისს ქალაქ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში დმანისის მგალობელთა გუნდმა "ლორე"-მ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგალობლების სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიების პირველ ნაწილში მოეწყო დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ძეგლების ფოტო-გამოფენა. მეორე ნაწილი კი დაეთმო ფოლკლორის საღამოს.
ღონისძიებაში სპეციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღო გია ტატიშვილის სახელობის ბავშვთა სანიმუშო-სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მართვე"- მ. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება.