დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თანამედროვე სკვერი სოფელ გომარეთში
15 ივნ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი დაპირებების შესრულებას განაგრძობს.

მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამოცხადდა ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ.

სკვერი უზრუნველყოფილი იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება ატრაქციონები, ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. პარკში ასევე განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, როგორც ახალგაზრდებისთის ასევე უფროსი თაობისთვის.

პროექტის ღირებულება შეადგენს 430446 ლარს, 
დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი.

"„ჩვენი მიზანია, დმანისის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ მერიის ინიციატივით, სოფელ გომარეთში მოეწყობა თანამედროვე დასავენებელი სკვერი, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას თავისუფალი დრო გაატაროს კომფორტულ სივრცეში. ქალაქის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დამანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3606
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    195
    მაი 15 პარ 2026
    195