ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები დმანისის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ტატუაშილს შეხვდენენ
მიმდინარე წლის 10 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები.
გაიმართა პრეზენტაცია სკოლის სასწავლო პროგრამების, სკოლის საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მოხდა საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით არსებული საჭიროებების, პრობლემების გამოვლენა და ანალიზი.
შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.