დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა დღე აღინიშნა
03 ოქტ 2016
 

პირველ ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა,  რომელიც 1990 წელს  ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს  მსოფლიო  ასამბლეამ  გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დაცვა და ხელშეწყობაა. 

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  მიმდინარე წლის  პირველ ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა მოხუცებს  ხანდაზმულთა დღე მცირე ღონისძიებით მიულოცეს.

,,ჩვენ გვსურდა მათთვის კიდევ ერთი გამორჩეული დღე გვეჩუქებინა, მოხუცებთან ურთიერთობამ ჩვენში უდიდესი ემოციები აღძრა, რომელსაც სიტყვით ვერ აგიწერთ“- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.

კონცერტის შემდეგ სტუმრებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრი, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5772
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    6
    მაი 15 პარ 2026
    7