პირველ ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეა ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დაცვა და ხელშეწყობაა.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა მოხუცებს ხანდაზმულთა დღე მცირე ღონისძიებით მიულოცეს.
,,ჩვენ გვსურდა მათთვის კიდევ ერთი გამორჩეული დღე გვეჩუქებინა, მოხუცებთან ურთიერთობამ ჩვენში უდიდესი ემოციები აღძრა, რომელსაც სიტყვით ვერ აგიწერთ“- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
კონცერტის შემდეგ სტუმრებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრი, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მხარდაჭერით.