დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, სოფელ ირგანჩაიში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე პირადად გაეცნო.
მიმდინარე წელს, სოფელ ირგანჩაიში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. კერძოდ, განხორციელდა სოფელ ირგანჩაიში სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები , რომლის სირგძე 1653 გრძივი მეტრია, პროექტის ღირებულება შეადგენს 700 365 ლარს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სისტემა მოეწყო, ასევე განხორციელდა მდინარის კალაპოტისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა ერთი ხიდი, ხოლო ორი ხიდის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ირგანჩაიში გაზიფიცირება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდგომ 496 აბონენტს მიეწოდება ბუნებრივი აირი.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პირადად მოისმინა მათი პროებლემები და საჭიროებები, მოგვარებას კომპეტენციის ფარგლებში დაპირდა.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
16 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 1343
სიახლეები
დეკ 24 სამ 2024
146
დეკ 20 პარ 2024
249
დეკ 30 ორშ 2024
689