დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტმა კულტურული მემკვიდრეობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
16 სექ 2019
 

15 სექტემბერს თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. სადაც დმანისის მუნიციპალიტეტმა, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.სპეციალურად შექმნილ სივრცეში ტრადიციული რეწვის და აგროსამრეწველო პროდუქტებთან ერთად ეთნოგრაფიული მასალებიც გამოიფინა.
ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ – დეპუტატებთან, მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე „არემჯიმ“ სტუმრებს ოთხწლიანი პროგრამით გათვალისწინებული შვიდი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციის მიმდინარეობა გააცნო, რისთვისაც კომპანიას 2 მილიონამდე ლარი აქვს გამოყოფილი.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჩართულობის გაზრდა. ასევე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების მიმართ ბიზნეს სექტორის ინტერესის გააქტიურება.
მომავალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონში მოეწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1876
 
 
 
სიახლეები
 

    2025 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები