დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო სხდომა გამართა
11 ნოემ 2019
 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადმინისტრაციის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საბჭოს წევრებმა, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შესახებ ისაუბრეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2829
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივლისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    339
    ივნ 24 ოთხ 2026
    334