დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწუნებულთან - შოთა რეხვიაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში მიმდინარე სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობის სამუშაოები ადგილზე პირადად დაათვალიერა.
თანამედროვე სტანდარტების სკვერი უზრუნველყოფილი იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება ატრაქციონები, ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. პარკში ასევე განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, როგორც ახალგაზრდებისთის ასევე უფროსი თაობისთვის.
პროექტის ღირებულება შეადგენს 430446 ლარს, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი.
აღსანიშვანია, რომ მიმდინარე წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპორტული მოედნებისა და სკვერის მოსაწყობისათვის ორ მილიონ ლარზე დაიხარჯება.
„ჩვენი მიზანია, დმანისის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ მერიის ინიციატივით, სოფელ გომარეთში მოეწყობა თანამედროვე დასავენებელი სკვერი, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას თავისუფალი დრო გაატაროს კომფორტულ სივრცეში. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - განაცხადა დამანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.