დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
20 ნოემ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნბულთან, შოთა რეხვიაშილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დმანისში მიმდინარე ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო.

ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2020 წლიდან მოემსახურება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის შენობა გათვლილი იქნება სამ ბრიგადაზე, რომელსაც ექნება კეთილმოწყობილი ეზო, ავტოსადგომი და გამწვანება.

პროექტი დასრულდება 2020 წლის 30 იანვრამდე, სამუშაოებს შპს „დაჩი ჯგუფი“ განახორციელებს, პროექტის ღირებულება 383 953 ლარს შეადგენს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2932
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    195
    მაი 15 პარ 2026
    195