დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გომარეთში სკვერი და სპორტული მოედანი საზეიმოდ გაიხსნა
16 დეკ 2019
 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, სოფელ გომარეთში ახალი დასასვენებელი სკვერი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გახსნა.
თანამედროვე სტანდარტების სკვერი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება ატრაქციონები, ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. სკვერში ასევე განთავსდა დასასვენებელი სივრცეები, როგორც ახალგაზრდებისთის ასევე უფროსი თაობისთვის.
პროექტის ღირებულება შეადგენს 490444 ლარს, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ახორციელებს.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, დმანისის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ მერიის ინიციატივით, სოფელ გომარეთში მოეწყო თანამედროვე დასავენებელი სივრცე, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას თავისუფალი დრო გაატაროს კომფორტულ გარემოში. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა დამანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის- გიორგი ტატუაშვილის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საზეიმო ღონისძიება მხატვრული კომპოზიციებით, ცეკვით და სიმღერით გაალამაზეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიებმა და ხელმძღვანელებმა.
სპორტულ მოედანზე საჩვენებელი საფეხბურთო თამაში გაიმართა, გამარჯვებულ გუნდს მუნიციპალიტეტის მერმა სიგელები და თასი გადასცა. ღონისძიების დასასრულს ტორტი გაიჭრა.
დასასვენებელი სკვერისა და სპორტული მოედნის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფელ გომარეთის მოსახლეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4384
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    195
    მაი 15 პარ 2026
    195