დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
20 დეკ 2019
 
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, საზოგადოებრივ ცენტრში გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით, გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობაზე ინფორმაციის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა/გაძლიერება ადგილობრივ დონეზე. გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზები. ადგილიდან გაუსვლელად მოსახლეობი სამოქალაქო ჩართულობის წასახალისებლად შეხვედრების დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და საუკეთესო პირობებია შექმნილი სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩასატარებლად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1575
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები