დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეს მამიშლოს, საფარლოს და ანგრევანის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებმა, შეხვედრაზე სოფლისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პრიორიტეტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სოფლების პრიორიეტია გარე განათების სისტემის მოწყობა. პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა სოფელს მოიცავს.