დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალი საბავშვო ლიტერატურა და სათამაშოები დმანისის ყველა ბაღში.
23 იან 2020
 

ა(ა)იპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურმა", მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის ახალი საბავშვო ლიტერატურა და სათამაშოები შეიძინა.

 პატარებს, საჩუქრები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, მოადგილესთან, არიფ სულეიმანოვთან, ა(ა)იპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელთან, ნინო ოქრიაშვილთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან - ნინო ომიაძესთან, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

"პატარებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სკოლაში მისვლამდე სხვადასხვა უნარ ჩვევებს უნდა დაეუფლონ. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კომფორტული გარემოს შექმნისათვის მომავალშიც იზრუნებს, დმანისის მერიას საბავშვო ბაღების განვითარების კუთხით მრავალი საინტერესო გეგმა და პროექტი აქვს, შესაბამისად ბავშვებს და მათ მშობლებს ბევრი სასიამოვნო სიახლე ელით წინ. აღნიშნა დმანისისუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.

დმანისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის შესყიდული ახალი ლიტერატურა და სათამაშოები სტანდარტებს შეესაბამება და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

შესყიდვისას გავითვალისწინებულ იქნა არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3643
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    178
    მაი 15 პარ 2026
    180