დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მესამე საჯარო სკოლაში "მხიარული სტარტები გაიმართა"
10 თებ 2020
 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, ქალაქ დმანისის მესამე საჯარო სკოლაში "მხიარული სტარტები გაიმართა". გამართულ შეჯიბრში დმანისის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა ასპარეზობდა.

მესამე საჯარო სკოლა - "შევარდენი", რომელმაც მოიპოვა პირველი ადილი, სოფელ ბოსლების საჯარო სკოლა - "მართვე" გახდა მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი, ხოლო ზემო ოროზმანის საჯარო სკოლამ - "ავაზა" დაიკავა მესამე ადგილი.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ სპორტულ აქტივობას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან - ნინო ომიაძესთან ერთად ესწრებოდა.

გიორგი ტატუაშვილმა წარმატებები უსურვა თამაშში მონაწილე სკოლებს, პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასთან ერთად თორმეტი კომპლექტი სათამაშო ფორმა გადასცა, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს კი თასები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია.

"აღნიშული პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა " - ისაუბრა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა - ნინო ომიაძემ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3734
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    171
    მაი 15 პარ 2026
    172