დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ირგანჩაიში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
27 თებ 2020
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, სოფელ ირგანჩაიში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მოადგილეებთან, ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელთან - თემურ ზურაბიშვილთან და ირგანჩაის წარმომადგენელ აჟდარ ახმედოვთან ერთად , სოფელ ირგანჩაიში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილზე პირადად შეაფასა.

პროექტის ღირებულებამ 700 365 ლარი შეადგინა, სამუშაოები ამხანაგობა "ენკამ" განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც სოფელში ამ დრომდე არ არსებობდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3322
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    171
    მაი 15 პარ 2026
    172