დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კახა ოქრიაშვილი 16 000 ოჯახს ნახევარი მილიონი ლარის პროდუქტით დაეხმარება
28 აპრ 2020
 

დმანისში, წალკასა და კაზრეთ-ბალიჭში მცხოვრები 16 000 ოჯახი პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახა ოქრიაშვილისა და ასევე, დმანისის, წალკისა დ ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერების ერთობლივი ძალისხმევით, 500 000 ლარის ოდენობის საკვებ პროდუქტს მიიღებს.
უპრეცედენტო აქცია, რომელიც სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, უკლებრივ ყველა ოჯახს შეეხება, 27 აპრილიდან დმანისის, ხოლო 29 აპრილიდან წალკის მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყება.ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, მაჟორიტარმა, აუქციონის წესით, პირადი სახსრებით, ჯამში, 32 000 ლიტრი ზეთი, 48 000 კგ მაკარონი, 32 000 კგ ბრიჯი, 32 000 კგ წიწიბურა და 32 000 კგ შაქარი შეიძინა. შესაბამისად, პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული კალათა 16 000 ოჯახზე სრულად და თანაბრად გადანაწილდება, ხოლო თითოეული ოჯახი ორ ლიტრ ზეთს, 3 კგ მაკარონს და 2-2 კგ ბრინჯს, წიწიბურასა და შაქარს მიიღებს.აღნიშნული აქციით, კახა ოქრიაშვილი თანადგომას უცხადებს ქვეყანაში არსებულ საგანგებო და საკარანტინე რეჟიმში მყოფ 16 000 ოჯახს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული დახმარება მცირედით მაინც შეამსუბუქებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3921
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    168
    მაი 15 პარ 2026
    169