ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, სოფელ მთისძირში წყლის სათავე ნაგებობის, შემკრები რეზერვუარისა და მაგისტრალის ხაზის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს.
პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად 4 ათეული წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტის 8 სოფელი - ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი და ჯავახი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
სამუშაოების ღირებულება 1 068 169 ლარს შეადგენს, რომელიც სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი რეკომენდაციების სრული დაცვით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ოქტომბერში შევა.