დღეს, დმანისის ცენტრალურ სკვერში დემეტრე ბეჟუაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია - კონცერტი გაიმართა სლოგანით "თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი სუპერ დემეს გამოჯანმრთელებაში" !
საქველმოქმედო კონცერტზე მონაწილეობდნენ ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიის აღსაზრდელები და გივი ტატიშვილის სახელობის სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი "მართვე".
კონცერტის პარალელურად გაიმართა ყვავილებისა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა - გაყიდვა.
დემეტრეს მწვავე მიელოიდური ლეიკემია მოულოდნელად დაუდგინდა, იგი ამჟამად კეთილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერით სტამბულის კლინიკაში ქიმიო თერაპიის კურსს გადის, რის შემდეგაც ესაჭიროება ურთულესი ძვირადღირებული ოპერაცია.
დმანისელი და არა მხოლოდ დმანისელი მოსახლეობის ერთსულოვნებით შეგროვილი სოლიდური თანხა პავლე ბეჟუაშვილის პირად ანგარიშზე აისახა.
ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და კორონა-ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.
სიახლეები
დღეს, დმანისის ცენტრალურ სკვერში დემეტრე ბეჟუაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია - კონცერტი გაიმართა სლოგანით "თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი სუპერ დემეს გამოჯანმრთელებაში" !
24 ივლ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2012
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
209
დეკ 30 ორშ 2024
686
ნოემ 22 პარ 2024
622