დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში 2020 წელს განხორციელებული მასშტაბური პროექტები
30 დეკ 2020
 

2020 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მიმდინარე წელის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გასართობ რეკრეაციური სივრცეების მოწყობა, მინი სტადიონების მშენებლობა, სოფლებში და ქალაქ დმანისში რიტუალების სახლის მშენებლობა, გარე განათების მოწყობის სამუშაოები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია, სკოლებში გათბობის სისტემისა და სველი წერტილების მოწერიგება, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე ჭაბურღილების მშენებლობა,  რომელთა დასრულების შემგომაც, წყალის მიწოდება აღუდგა ისეთ სოფლებს, სადაც წყალის სისტემატიური მიწეოდება ათწლეულების პრობლემას წარმოადგენდა.

2020 წელს, დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფელში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 64 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

2020 წელს,  დმანისის მუნიციპალიტეტში  განხორციელებული მასშტაბური პროექტები:⤵

  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია- ღირებულება: 2 134 069 ლარი.
  • გარე განათების სისტემის მოწერიგება- ღირებულება: 452521 ლარი.
  • საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-ღირებულება: 5 624 108 ლარი.
  • სკვერები, სარიტუალო დარბაზი,  შემოღობვა -ღირებულება 1 525 266 ლარი.
  • სკოლების რეაბილიტაცია-. ღირებულება: 707 000 ლარი.
  • წყალის სისტემის მოწერიგება- ღირებულება: 3 086 616 ლარი.
  • სოფლის პროგრამა- 64 პროექტი-ღირებულება 1 135 000 ლარი.

ჯამში, მიმდინარე წელს  განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება  14 635 000 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1945
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები