დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი ოფიციალურად წარადგინეს
01 ნოემ 2021
 
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დღეს, მერიის თანამშრომლებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან და პარლამენტის წევრებთან, ზაურ დარგალთან და სავალან მირზოევთან ერთად წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
შეხვედრაზე კობა მურადაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მომდევნო ოთხი წელი ნაყოფიერი იყოს მუნიციპალიტეტისთვის. სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, თანაგუნდელებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეძლებს.
 
კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის და გითხრათ, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ, მადლობა რომ მომეცა საშუალება ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, რომლის საჭიროებებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ, ბოლომდე დავიხარჯო.
დმანისის მუნიციპალიტეტში მთავრობის მხარდაჭერით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა და მაქსიმალურად შევეცდები, ჩემი მერობის პერიოდში, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს. წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დავინახე პრობლემებიც, რასაც გუნდთან ერთად, აუცილებლად უმოკლეს დროში მოვაგვარებ, მაქვს ათ პუნქტიანი გეგმა".
 
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა N24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ნონიაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგები გააცნო.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1789
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები