დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისში საინფორმაციო კამპანია "ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა
08 დეკ 2021
 

დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის( UNDP Georgia)-სა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ვაქცინებსა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სოფლებში:

• დიდი დმანისი

• ვარდისუბანი

• კიზილქილისა

• განთიადი

სტუმრებმა დამსწრე აუდიტორიას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, მითებსა და რეალობაზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

UNDP და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შეიქმნა მობილურ ბრიგადები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ, ხოლო ვაქცინირების მსურველებს ან ადგილზე ცრიან, ან ვაქცინირების უახლოეს ცენტრებამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივითა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით უახლოეს მომავალში, დმანისის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მიზნით, ვაქცინაციის პროცესში მობილური ამცრელი ჯგუფები ჩაერთვებიან.

"დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად გაიკეთოს კოვიდ საწინააღმდეგო აცრა" - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება.“

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2992
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები