მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამგებლის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა სამოქალაქო საბჭოს სხდომა გაიმართა. 2015 წლის ნოემბერში, დმანისის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი მეწარმეები, პედაგოგები, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
სხდომა გახსნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ. მიესალმა სამოქალაქო საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და 2016 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.
სხდომას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პაატა ყულიაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი თემური ტატულაშვილი, რომელმაც საბჭოს წევრებს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების გეგმა წარუდგინა. საბჭოს წევრებმა კი თავის მხრივ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამგებლის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა სამოქალაქო საბჭოს სხდომა გაიმართა
15 ნოემ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4052
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
119
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596