დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიამ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სადღესასწაულოდ საჩუქრები გადასცა
27 დეკ 2021
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სადღესასწაულოდ საჩუქრები გადასცა. კობა მურადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს ესტუმრა. სტუმრები ახალი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ბაღის აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და გამართეს სხვადასხვა წარმოდგენები. "დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვიმყოფებოდი სოფლების: გომარეთის, სარკინეთის, მაშავერას, განთიადის, ჯავახისა და ქალაქ დმანისის N2 სააღმზდელო დაწესებულებებში. აუცილებლად ვესტუმრებით ქალაქ დმანისის N1 და სოფელ ბოსლების საბავშვო ბაღებს. ახალი წელი გამორჩეული დღესასწაულია ბავშვებისთვის. შევეცადეთ საახალწლო განწყობა შეგვექმნა მათთვის და მოკრძალებული საჩუქრები გადაგვეცა. საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს გადაეცაემა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამჟამად 9 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 313 აღსაზრდელია დარეგისტრირებული და აქედან 47 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ჩემი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტს შეემატება მეათე, ქართულენოვანი სააღმზრდელო დაწესებულება ეთნიკური უმცირესობებისთვის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქალაქ დმანისის მეორე, გომარეთის, სარკინეთისა და სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო არაფორმარულ გარემოში მოგვიწია საჩუქრების გადაცემა," განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებისას, ხარისხი უპირველესია.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4008
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1668
    ივნ 24 ოთხ 2026
    1652