დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრა სოფელ გომარეთში გაიმართა, რომელსაც ახლომდებარე სოფლების: სარკინეთის, განახლების, ველისპირის, მამულოსა და ქციას მოსახლეობა შემოუერთდა და კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 65 - მა მოქალაქემ გაიკეთა. მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩამოვიდა. აღნიშნული შეხვედრის პარალერულად, ამავე დღეს სოფელ ირგანჩაიში საინფომაციო შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები 28 იანვარს ზემო კარაბულახში, იფნარსა და კამარლოშია დაგეგმილი. ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრები USAIDI - ის Zinc Network - ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრა გაიმართა
27 იან 2022
მნახველთა რაოდენობა: 3935
სიახლეები
ივლ 16 ხუთ 2026
787
ივლ 09 ხუთ 2026
1668
ივნ 24 ოთხ 2026
1655
ივლ 05 კვ 2026
1936
ივლ 04 შბ 2026
1861

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































