საქართველოში 2013 წლიდან იმართება წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ “ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია „ივერია“. პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა - კურთხევითა და პატრონაჟით, სადაც ჩართულია ცნობილი და დამწყები პოეტები, მწერლები, მსჯავრდებულები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, საქართველოს ეროვნული უმცირესობები და უცხოელი მწერლები, ასევე ხატმწერები, მხატვრები და ფოტოხელოვანები. პროექტის მიზანი ქართული პროზა-პოეზიის, ხატწერის, ხატვის და ფოტოხელოვნების პოპულარიზაციაა. პრემია „ივერიის “ დამფუძნებელია ნუგზარ ჭიაბერაშვილი.მიმდინარე წლის 3 მარტს, "პრემია ივერიის“ მეცხრე გალა დაჯილდოვება გაიმართა ყვარელში, რომელიც ილიას საიუბილეო წელს მიეძღვნა. კონკურსში თავისი ლექსით წარსდგა დმანისელი ქალი, პოეტი ნანა უბილავა. რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში "პატრიოტული ლირიკა" და გახდა პრემია " ივერიის " მფლობელი და დაჯილდოვდა მედლით.დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის ინიციატივით, მერია ნანა უბილავას ლექსების კრებულის გამოცემას დააფინანსებს."მადლობას ვუხდი პრემიისა და პროექტის დამფუძნებელს, ნუგზარ ჭიაბერაშვილსა და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას მხარდაჭერისთვის", საუბრისას განაცხადა დმანისელმა პოეტმა ნანა უბილავამ.
სიახლეები
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
29
ნოემ 14 ხუთ 2024
337
ნოემ 12 სამ 2024
451
ნოემ 08 პარ 2024
513
ნოემ 01 პარ 2024
717
ოქტ 31 ხუთ 2024
617