დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საკრებულომ სხდომა გამართა
18 მარ 2022
 
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს შემდეგი საკითხები.
1.დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
3. დადგენილება:„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის.
4. დადგენილება:„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტში სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების ფორმის, შემოწმების აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ.
7. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №81 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) აუქციონის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
10. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (არასაცხოვრებელი ფართი) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
11. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2022 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ‘’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 თებერვლის N 109.109220551 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
12. განკარგულება: მოქალაქეთა მედიკამენტებით და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ.
13. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, წარჩინებულ სტუდენტთა და წარმატებული (პრიზიორი) სპორტსმენების წახალისების ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №88 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
14. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტში 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 იანვრის
N 109-109220252 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3129
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები