დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN - ის პროექტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის შესახებ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში განახორციელებს.
პროექტი 4 წლის განმავლობაში იმუშავებს შემდეგი მიმართულებით:
1. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
2. მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
3. ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა
23 მაი 2022
მნახველთა რაოდენობა: 2588
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
188
დეკ 30 ორშ 2024
676
ნოემ 22 პარ 2024
604