დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები დმანისის ნაქალაქარზე, ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაული, ღონისძიებები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობებით გაგრძელდა. კობა მურადაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას სასულიერო პირებთან ერთად დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წმინდა ნინოს ქუჩა, რამდენიმე თემატურ ზონად, შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად დაიყო. ასევე დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებში. გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დაასრულა მუსიკალურმა კვარტეტმა "რანინამ". გილოცავთ 26 მაისს!
სიახლეები
მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნა
26 მაი 2022
მნახველთა რაოდენობა: 5528
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
316
ივნ 24 ოთხ 2026
320
ივლ 05 კვ 2026
1085
ივლ 04 შბ 2026
1083
ივნ 29 ორშ 2026
1209

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































